არაყყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაყყ-ი (ოს. Арахъхъ – „არაყი“) – ოსური სარიტუალო სუფრის – ქუვდის აუცილებელი ატრიბუტი, რომლის გამოხდა, გადმოცემის მიხედვით, ადამიანებს ეშმაკმა ასწავლა; ერთ-ერთი თქმულება გვიამბობს: ერთხელ ღმერთმა ღვთაებებს სასმელების მომზადება დაავალა, ერთმა ლუდი მოხარშა, მეორემ ღვინო დააყენა, ჭექა-ქუხილის ღვთაებამ – ვაცილამ შექმნა თაფლუჭი („რონგი“). ღმერთს ეშმაკებისთვის არაფერი დაუვალებია, მაგრამ ამ უკანასკნელებმა თავიანთი პასუხისმგებლობით არაყი გამოხადეს. გასინჯა რა არაყი, ღმერთმა იგი რონგის შემდეგ საუკეთესო სასმელად ჩათვალა. თავიანთი შემოქმედების ნაყოფის მაღალი შეფასებით გახარებულებმა მისი დამზადება ოსებს ასწავლეს. გარდა იმისა, რომ არაყი ყოველგვარი ოსური სუფრის აუცილებელი სასმელია, ადამიანისათვის არყის თავზე გადასხმა მისი რიტუალური მოკვდინების, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასი იყო („ფალდისინძინადი“).

ტერმინი Арахъхъ არაბული წარმოავლობის სიტყვაა და გავრცელებულია მთელს წინა აზიაში, კავკასიასა და ნაწილობრივ ევროპაში. ოსებში და საერთოდ კავკასიის ხალხებში, შესაძლოა, იგი ქართულიდან (არაყი) არის შესული.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 3-е изд. М., 2004.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები