არაჰოჯკინის ავთვისებიანი ლიმფომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაჰოჯკინის ავთვისებიანი ლიმფომები — ამ სიმსივნეების ხშირი ადგილმდებარეობა ზედა სასუნთქი გზები გახლავთ.

გლანდის ლიმფომა

ამ სიმსივნეების ხშირი ადგილმდებარეობა ზედა სასუნთქი გზები გახლავთ.

ასაკობრივი ლიმიტი არ არსებობს.

მათი ლოკალიზაცია – WALDEYER-ის რკალი გახლავთ და ძირითადად, სასის ნუშურებს და ადენოიდურ ვეგეტაციებს აზიანებს. იშვიათად გვხვდება წიაღებში და კისრის ლიმფურ კვანძებში.

გლანდის ლიმფომის დროს, ვხედავთ გლუვ, ნორმალური ლორწოვანით დაფარულ ორგანოს ან პირიქით, ჩირქოვან, პლეგმონოზურად გადაგვარებულ ქსოვილს.

ყელ-ყურის ექიმი, როგორც წესი, პირველი აფასებს ამ ტიპის სიმსივნეს და ამიტომ აუცილებელია ამ დაავადების დეტალური გამოკვლევა.

მკურნალობა

ძალიან რთული და კომპლექსურია. მოიცავს სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას და ჰემატოლოგის მუშაობას ერთდროულად.

სხივური თერაპია ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. თუმცა, შორეული, სხვა ლოკალიზაციის კერების დასაგმობად, შემდგომ, ქიმიოთერაპიის ჩართვაც არის საჭირო.

NOTA BENE
  • არაჰოჯკინის ლიმფომის დადგენის შემდეგ, აუცილებელია გაკეთდეს სიღრმისეული კვლევები ამ დაავადების გავრცელების და ტიპის დასადგენად;
  • მკურნალობაში უნდა ჩავრთოთ სხივური, ქიმიო და ჰემატოთერაპევტები;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები