ზედა სასუნთქი გზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედა სასუნთქი გზები — ზედა სასუნთქი გზები მოიცავს ცხვირის ღრუს, პირ-ხახასა და ხორხს. ამ სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანა ჩასუნთქული ჰაერის გატარება და კონდიცირებაა. კონდიცირებულია ჰაერი, რომელიც გათბა, დანოტივდა და გამღიზიანებლებისგან გაიწმინდა. ჰაერის გათბობა ქვედა სასუნთქი გზების გაღიზიანების პრევენციის ძირითადი წინაპირობაა, ეს პროცესი ძირითადად ცხვირში მიმდინარეობს, იქ არსებული უხვი სისხლმომარაგების მეშვეობით. ჰაერის მექანიკური წმენდა კი ცხვირის ღრუში არსებული თმოვანი საფარველის საშულებით ხდება.

ხორხი ზემო სასუნთქი გზების შემადგენელი ნაწილია. იგი ქვემო სასუნთქი გზების დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. ყლაპვის დროს ხორხსარქველი იხურება და ტრაქეას და ბრონქებს მათში საკვები მასების მოხვედრისგან იცავს. ხორხი, ელასტიური ხრტილისგან შემდგარი სტრუქტურაა, რომელიც ენის ძირთან მდებარეობს და თიროიდულ ხრტილს უკავშირდება. ჩასუნთქვის დროს ის ფართოდ იღება და ქვემო სასუნთქი გზებისკენ ჰაერის ნაკადის გატარებას უზრუნველყოფს.


წყარო

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები