არეშ-ბოფორტი
არეშ-ბოფორტი – (ინგლ. Areches Beaufort, რუს. Ареш-бофорт), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ბოფორტ-სურ-დორონის მუნიციპალიტეტში, ქ. ალბერვილიდან 24,3, ხოლო ქ. შამბერიდან 77 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქ. ლიონიდან 136 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს სავოიის ალპებში, ზღვის დონიდან 1080 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,8°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 15,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,4°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1042 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (286 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (208 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა დეკემბერი (116 მმ), ყველაზე მშრალი – ივლისი (74 მმ)..
არეშ-ბოფორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხის, წიფლის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გვხვდება შერეული ტყის (მუხა, წიფელი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ.) მასივები.
არეშ-ბოფორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
არეშ-ბოფორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები არეშ-ბოფორტში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – სრიალი თხილამურებითა და სნოუბორდით, ციგაობა, ციგურაობა, სკაი-სკორინგი; ფრენა დელტაპლანებითა და ვერტმფრენებით; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
არეშ-ბოფორტსა და მის მიდამოებში (სამრევლოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XX საუკუნე), ჟანდარმერიის შენობა (XX საუკუნე) და სხვ.;