არვიე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არვიე – (ინგ, Arviere, რუს. Арвье), ჯლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, ვალე-დ’აოსტას ავტონომიურ ოლქში, ქ. აოსტიდან 11 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ქ. ტურინიდან 118 კმ-ში, ჩრდილო- დასავლეთით. მდებარეობს ალპებში, ვალე-დ’აოსტის ხეობაში, მდინარე დორა- ბალთეას (მდინარე პოს მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 776 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,8°C. ზაფხული გრილი და ხანმოკლეა. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,3°C. საშუალო წლი- ური ტემპერატურაა 8,9°ჩ, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა _ 868 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (238 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (191 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეებია: მაისი, ივნისი და აგვისტო (85-85 მმ), ყველაზე მშრალი – იანვარი (59 მმ).

არვიეს ტერიტორია დაფარულია: ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, ატამი, გარგარი და სხვ.) და ვენახებით, მუხის, წიფლის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავებით. კურორტის მიდამოებში, ხეხილის ბაღებისა და ვენახების გარდა, გვხვდება შერეული ტყის (ლარიქსი, ნაძვი, შვეიცარიული ფიჭვი, წიფელი) მასივები და საძოვრები.

არვიეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

არვიეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები არვიეში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა და სხვ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

არვიეს რომაულ- კათოლიკური ეკლესია (XIX საუკუნე), მდინარე დორა-ბალთეას ხეობა და სხვ.,


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები