არისტარქე სამოსელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არისტარქე სამოსელი – (Ἀρίσταρχος ὁ Σάμιος, ძვ.წ. IV-III სს), ძველი ბერძენი ფილოფოფოსი, ასტრონომი და გეოგრაფი.
მან სცადა გეომეტრიული ხერხით გაეზომა მანძილი დედამიწიდან მზემდე და მთვარემდე, აგრეთვე დაედგინა ამ სხეულების სიდიდე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთვარის რადიუსი სამჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე, მზის რადიუსი კი 6 1/2-ჯერ მეტია დედამიწისაზე და რომ მთვარე დედამიწიდან დაშორებულია 74 დედამიწის რადიუსით, ხოლო მზე 1400 დედამიწის რადიუსით.
არისტარქემ პირველმა შემოგვთავაზა სამყაროს ჰელიოცენტრული მოდელი. იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველა სიძნელენი, რომელიც დაკავშირებულია პლანეტების მოძრაობასთან, აცილებული იქნება, თუ დავუშვებთ, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები - მოძრაობენ მზის, როგორც მათი ცენტრის, გარშემო.