არიფიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიფიონი – (არაბ. არიფი − ამხანაგი. თანამონაწილე, თანამოაზრე) − თანამოაზრეთა კავშირი. ასე ეწოდებოდა იმ ლიტერატურულ დაჯგუფებას, რომელიც 1927 წელს შეიქმნა საქართველოში და რომელმაც იმავე წელს გამოსცა კრებული „არიფიონი“. თავის სალიტერატურო განცხადებაში ეს ჯგუფი წერდა: „არიფიოსს მიზნად აქს დასახული ხელი შეუწყოს თავის წევრთა შორის და„,ყველგან მხატვრული მეტყველებისა და აზროვნების კულტურას, ქართული სიტყვისა და თქმის დაწმენდას და ადამიანობის კულტის განმტკიცებას“.

არიფიონელთა ჯგუფში შედიოდნეს: მ. ჯავახიშვილი, გ. ტაბიძე, ლ. ქიაჩელი, შ. დადიანი, გ. ქიქოძე, კ. ჭიჭინაძე, კ. კაპანელი, ვ. გორგაძე და სხვები,

„არიფიონის“ ჯგუფი მალე დაიშალა, ხოლო მისი წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული საბჭოთა ლიტერატურის დიდოსტატები გახდნენ.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები