არმაზის წარწერა (864)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზის წარწერა 864 – ქართული ასომთავრული რელიეფური წარწერა, შესრულებული ყვითელი ფერის ფორებიანი ტუფის ორ ფილაზე, რომლებიც ჩადგმულია გვერდიგვერდ მდინარე რეხულის ზემო წელზე, სოფ. არმაზის (ახალგორის რაიონი) წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთი ფასადის ცენტრში, კარნიზის ქვეშ. წარწერა შესრულებულია ოთხ სტრიქონად – ტექსტი იკითხება ჯერ ერთ, მარცხენა ფილაზე, ხოლო შემდეგ მეორე – მარჯვენა ფილაზე. პირველი ფილის ბოლოს მეოთხე სტრიქონი მთლიანად გადაშლილია; გ. ჩუბინაშვილი, რ. მეფისაშვილი და ე. ცინცაძე იქ კითხულობენ სიტყვას „არმაზისა“ კითხვის ნიშნით, ხოლო ნ. შოშიაშვილი – „არმაზელმა“. წარწერის ტექსტი ასეთია:

† სახელითა ღმრთისაჲთა. მე გიორგი […] II მამასახლისმან დავიწყე წმიდაჲ ეკლესიაჲ ქრონიკონსა ჰდ, ჴელმწიფობასა გიორგისა“.

წარწერაში დასახელებული „ჴელმწიფე გიორგი“ არის „აფხაზთა მეფე“ გიორგი | (861-868). IX-X სს-ში „აფხაზთა მეფეებს“, ანუ დასავლეთ საქართველოს (ეგრისის) მეფეებს, ხელი მიუწვდებოდათ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებზეც.

ვ. სილოგავა


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები