აროზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აროზა– (ინგლ. Aroza, რუს. Ароза), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი შვეიცარიაში, გრაუბიუნდენის კანტონის პლესუარის ოლქში, კურორტ დავო- სიდან 160 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. ციურიხიდან 168 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ალპებში, შანფიგის მთის მასივის ფერდობებზე, ზღვის დონიდან 1740-1920 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი _ მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, საშუალო მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ცივია და ხანგრძლივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემ- პერატურაა -8°C. ზაფხული გრილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 840 მმ-ს. წვიმები, ძირითადად, მოდის ზაფხულში.

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია ფიჭვნარი და ნაძვნარი.

აროზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო სიმაღლის მთის ზედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

აროზაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები აროზაში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ტუბერკულოზი; ალერგიული და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ყელის, ცხვირის, თვალებისა და კანის პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ აროზასა და მის მიდამოებში (კურორტის კალვინისტური ეკლესია (XV საუკუნე); ობსერვატორია (XIX საუკუნე); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის, ზამთრის სპორტის, სათამაშოების, იმპრესიონისტ ერნსტ ლუდვიგ კირხნერის და სამთო საქმის; სპორტული ცენტრი და სხვ.) და
ქ. ციურიხში (ლინდენხოფი (ცაცხვის ეზო) (ახ.წ. I საუკუნე); გროსმიუნსტერის ტაძარი (XII-XV საუკუნეები) (ჯერ რომაულ-კათოლიკური, ხოლო XVII საუკუნიდან კალვინისტური); ფრაუმიუნსტერის ქალთა რომაულ-კათოლიკური სააბატო (XIII-XIV საუკუნეები); წმიდა პეტრეს რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XI-XV საუკუნეები); გოტიკური ეკლესია ვასერკირხე (1479-1484 წლები) (ჯერ რომაულ-კათოლიკური, ხოლო XVI საუკუნიდან კალვინისტური); მაჰმუდის მეჩეთი (XX საუკუნე), რენესანსის ეპოქის რატუშის შენობა (1694-1698 წლები); ბაროკოს სტილში აშენებული გილდიების სახლები (XVII-XVIII საუკუნეები); ფლუნტერის სასაფლაო; მუზეუმები – დინოზავრების, სათამაშოების, ისტორიული, სამრეწველო, მევენახეობის, კურდღლებისა და ბოცვრების, ბირმენსდორფის, ტრამვაის, ბიულახი, დიტიკონი და სხვ.; ემილ ბიურლეს ფონდის კრებული; კუნსტჰაუსი; ზოოპარკი და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები