არსოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არს[ოკ]ი – ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარში. ლეონტი მროველის მიხედვით არშაკი (არსოკი) არშაკუნიანი მეფის ძეა, რომელიც მოიწვიეს ქართლში ერისმთავრებმა. არსოკის ამგვარი წარმომავლობა საეჭვოა, რადგან არშაკუნიანები სომხეთში ორი საუკუნით უფრო გვიან გამეფდნენ.