არტშტეტენ-პიობრინგი
არტშტეტენ-პიობრინგი – (ინგლ. Artstetten-Pobring, რუს. Артштеттен-Пѐбринг), კლიმატური კურორტი ქვემო ავსტრიაში, მელკის ოლქში, ქ. ვენიდან 85 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით და ქ. ლინციდან 70 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ვახაუს ველზე, ზღვის დონიდან 395 მ-ის სიმაღლეზე.
ჰავა – ზომიერად თბილი და ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,6°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21°C. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,2°C-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 698 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (190 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (108 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივნისი (79 მმ), ყველაზე მშრალი – თებერვალი (31 მმ).
არტშტეტენ-პიობრინგსა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, გარგარი და სხვ.), ვენახები, მუხის, წიფლის, ნაძვისა და სოჭის ნარგავები.
არტშტეტენ-პიობრინგის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი; წითელი ღვინო.
არტშტეტენ-პიობრინგის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში; ენოთერაპია.
ჩვენებები არტშტეტენ-პიობრინგში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები;
ტურისტული ობიექტები:
კურორტ არტშტეტენ-პიობრინგში (გოგენბერგების ოჯახის რეზიდენცია – არტშტეტენის ციხე-დარბაზი (აშენდა XIII საუკუნეში, არაერთხელ გადაკეთდა და გაფართოვდა XVI, XVII და XIX საუკუნეებში) პარკით, წმიდა იაკობის სახელობის კათოლიკური ეკლესიით, გოგენბერგების საგვარეულო აკლდამითა და ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მუზეუმით; პიობრინგის კათოლიკური ეკლესია (XVI საუკუნე) და სხვ.).