ასარიგავა ონსენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასარიგავა ონსენი, (ასარი) – (ინგლ. Asarigava Onsen, Asary; რუს. Асаригава Онсен, Асари), მთის კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი იაპონიაში, პრეფექტურა ჰოკაიდოში, ქ. ოტარუს მიდამოებში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. საპოროდან 35 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს კუნძულ ჰოკაიდოს სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში, თეგუიამას მთის ფერდობზე, ზღვის დონიდან 680 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1300 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის სექტემბერ-ოქტომბერზე.

ასარიგავა ონსენისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია შერეული ტყეებით (მუხა, წიფელი, ნაძვი, სოჭი).

კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მთის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ასარიგავა ონსენის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები აღნიშნულ კურორტზე წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუქნციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ასარიგავა ონსენის მიდამოებში (ქ. ოტარუში (იახტ-კლუბი; იუძირო ისიხავას სახლ-მუზეუმი; აკვარიუმი-ზოოპარკი; ასიამას ყოფილი სახლი (XIX საუკუნე); ქაშაყის სასახლე (1897 წელი); ფუნიკულიორი; მინის სტუდია; ძველებური, აინების მიერ გაკეთებული, მოჩუქურთმებული ფიგურები (VI-VII საუკუნეები) თემიის გამოქვაბულში; თერმული რადონული წყაროები და სხვ.) და საპოროში (ბოტანიკური ბაღი, ბოტანიკური მუზეუმი, ზამთრის სპორტის ცენტრი, გართობების კვარტალი „სუსუკინო“ და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები