ასტრონომიული კარტოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასტრონომიული კარტოგრაფია – (astronomical cartography, planetary cartography), კარტოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის და ასახავს ციური სხეულებისა და მოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგს (კონკრეტულ სივრცეს) ათვლის ასტრონომიული სისტემის მიმართ, იყენებს სპეციფიკურ პირობით აღნიშვნებს. კარტოგრაფიის სტრუქტურაში ამ დარგის გამოყოფის პრიორიტეტი ეკუთვნის პროფ. ა. ასლანიკაშვილს. ასტრონომიული კარტოგრაფია იწოდება აგრეთვე კოსმოსურ ანუ პლანეტარულ კარტოგრაფიად.