ატერზეე-ამ-ატერზეე
ატერზეე-ამ-ატერზეე – (ინგლ. Attersee-am-Attersee, რუს. Атерзее-ам-Атерзее), კლიმატური, სამთო-სათხილამურო და ტბის კურორტი ზემო ავსტრიაში, ფეკლაბრუკის ოლქში, ქ. ლინციდან 73 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ქ. ზალცბურგიდან 60 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ალპებში, ატერზეეს ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 476 მ-ის სიმაღლეზე. შედის ზალცკანერ- გუტის საკურორტო რეგიონში.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,9°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,2°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1315 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (471 მმ), ხოლო მინიმუმი –შემოდგომაზე (261 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (168 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – ოქტომბერი (81 მმ).
ატერზეე-ამ-ატერზეეს ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, ქლიავი, მსხალი და სხვ.) და ვენახები; მუხის, წიფლის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გვხვდება: ნაძვნარი, წიფლნარი და მდელოები.
ატერზეე-ამ-ატერზეეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ატერზეე-ამ-ატერზეეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ბანაობა ტბაში, ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.
ჩვენებები ატერზეე-ამ-ატერზეეში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა და სხვ.; წელიწადის თბილ პერიოდში – სერფინგი, ვინდსერფინგი, ჰალფპაიპი, დაივინგი, მაუნთბაიკი, სეირნობა მარხილითა და ცხენებით და სხვ.; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ატერზეე-ამ-ატერზეესა და მის მიდამოებში (ნეო-ლითის ხანის საცხოვრებელი ნაგებობების (ძვ.წ. XXII-XX საუკუნეები) ნაშთები; ძველი რომაელების მიერ აშენებული ვილების (ძვ. წ. I საუკუნე – ახ. წ. III საუკუნე) ნაშთები; ატერზეე-ამ-ატერზეეს რომაულ-კათოლიკური ეკლესია; ატერზეე- ამ-ატერზეეს იახტ-კლუბი; ციხე-დარბაზები – კამერი (XVII საუკუნე) კურორტ შერფლინ-ამ-ატეერზეში და ლიტცელბერგი (XVIII საუკუნე) ატერზეეს ტბაში მდებარე კუნძულზე; მთები – შაფბერგი (სიმაღლე 1782 მეტრი ზღვის დონიდან) და ხალენგებორგე (სიმაღლე 1800 მეტრი ზღვის დონიდან); მდინარე ზეეახისა და მდინარე აგერის ხეობები და სხვ.), ზალკამერგუტის კურორტულ რეგიონში (რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – ღვთის გამოცხადების სახელობის (აშენდა XIII საუკუნეში, გადაკეთდა 1844 წელს), კურორტ გმუდენში, წმიდა ეგიდიის სახელობის (XVIII საუკუნის დასასრული), კურორტ სანქტ-გილგენში და სხვ.; წმიდა მიქაელის სახელობის რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა (გადააკეთეს VIII საუკუნის ეკლესიიდან, გააფართოვეს 1730 წელს), კურორტ მონდზეეში; ფუხშტაინის ციხე-დარბაზი (X საუკუნე), ფუს-ჰალაინში; ნაიდჰარ-ტინგის ციხე-დარბაზის (XIII საუკუნე) ნანგრევები კურორტ გმუნდენში; ტბები – ვოლფანგზეე, მონდზეე, ფუშლზეე, ჰალშტედტერზეე და სხვ.; საბაგირო გზა ზვოლფერჰორნი და სხვ.).