ატლასის მაკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ატლასის მაკეტი – (atlas model, atlas maquette), წარმოადგენს შესადგენი ატლასის ფორმატს, მოცულობას, სატიტულო გვერდის გაფორმებას. მაკეტში დაცული უნდა იყოს ატლასის რუკების თემატური თანამიმდევრობა შინაარსობრივი დატვირთვის მიხედვით. ყოველ გვერდზე წარმოდგენილია რუკის სახელწოდება, მითითებულია მასშტაბი, მონიშნულია ლეგენდის, ტექსტის, ილუსტრაციებისა და საცნობარო მონაცემების ადგილები. ფაქტობრივად, ატლასის ყოველი რუკა წარმოდგენილია მაკეტის სახით. ატლასის მაკეტი მზადდება პროგრამის დამუშავებისთანავე და წინ უსწრებს რუკების შედგენას.