ატლასის რედაქტირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატლასის რედაქტირება –(atlas editing), ატლასის შედგენის პროცესთა ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს: ატლასის შინაარსის, დანიშნულების, ტიპური რუკების შესადგენი მითითებების, დიზაინის და მარკეტინგული გარემოს შესწავლას. ატლასის რედაქტირებას განახორციელებს სარედაქციო ჯგუფი მთავარი რედაქტორის ხელმძღვანელობით. ატლასზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე რედაქტირება ითვალისწინებს სამუშაოთა თანამიმდევრობის დაგეგმვას, რუკების ავტორებთან მუშაობას – გენერალიზაციისა და ცალკეული რუკების ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფას. სარედაქციო შენიშვნების გასწორების შემდეგ ხდება რუკების გამოსაცემად მომზადება. ატლასის რედაქტირების ბოლო ეტაპი არის საგამომცემლო პროცესებზე ზედამხედველობა.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები