აფიეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფიეთი – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჭეჭლის თემის საკრებულოში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1490-1570 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენდან 13 კმ მანძილზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 78, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია.