აქზამერ-ლიცუმი
აქზამერ-ლიცუმი – (ინგლ. Axamer-Lizum, რუს.Акзамер-Лицум), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი დასავლეთ ავსტრიაში, ტიროლში, ქ. ინსბრუკიდან 20 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო კურორტ აქსამსიდან 8 კმ-ში, სამხრეთ- აღმოსავლეთით. მდებარეობს ალპებში, ზღვის დონიდან 1850 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,6°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,8°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 6,5°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1200 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (396 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (168 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა ივლისი (152 მმ), ყველაზე მშრალი – თებერვალი (52 მმ).
აქზამერ-ლიცუმის ტერიტორიაზე გვხვდება: მუხის, წიფლის, ნაძვის, ფიჭვისა და სოჭის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გავრცელებულია: ფიჭვნარი, ნაძვნარი, სოჭნარი და ალპური მდელოები.
აქზამერ-ლიცუმის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და მსუბუქი აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
აქზამერ-ლიცუმის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აქზამერ-ლიცუმში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – სრიალი თხილამურებითა და სნოუბორდით, ციგაობა, ციგურაობა, სეირნობა მარხილითა და ცხენებით; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
აქზამერ-ლიცუმისთვის მნიშვნელოვანი ტურისტუ-ლი ობიექტები მდებარეობს ქ. ინსბრუკსა და მის მიდამოებში .