აქითუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქითუ(ბაბილონ.) ახალწლის დღესასწაული, რომლის დროსაც სრულდებოდა ბაბილონური კოსმოგონიური ეპოსის ენუმა ელიშის ინსცენირება.

დღესასწაული ერთდროულად სამ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავდა:
1) ქვეყნის შექმნისას,
2) ახალი წლის დადგომისას და
3) მეფობის განახლებას.

მეფე განასახიერებდა მარდუქს, ქურუმები თიამათისა და ქინგუს როლს. დრამატულ წარმოდგენაში, რომელიც სატახტო ქალაქ ბაბილონის ქუჩებში იმართებოდა, სამყაროს შემქმნელის როლს მეფე ასრულებდა, მისი მეტოქე თიამათისას – რომელიმე ქურუმი.

თავდაპირველად, პირველი შეტაკებისას, მეფე – მარდუქი ძლეულია ქურუმ-თიამათისა და მისი დასისგან, რაც ქაოსის უკან მობრუნებას განასახიერებს. დგება კვლავ ქაოსი. სამყაროს შემოქმედი დატყვევებულია, დაჭრილია და „მოკლულიც“ კი. საბოლოოდ, მეფე-მარდუქი ძლევს თიამათს, გაითავისუფლებს თავს მისი წიაღიდან, და კვლავ დაამყარებს სამყაროს წესრიგს. მეფე, რა თავს დააღწევდა თიამათის მუცელს, რომელშიც ჩაყლაპული იყო, ძლევდა მას და ქინგუს, როგორც ეპოსშია, რის შემდეგაც განახლდებოდა ქვეყანა და მეფობა, დგებოდა გაზაფხული და ახალი წელი. ამ დღესვე წყდებოდა მთელი წლის ბედი, რაც დღესასწაულის დამაგვირგვინებელი ეტაპი იყო. იმართებოდა საკრალური (წმიდა) ქორწილი მარდუქსა და მის მეუღლეს ცარფანითუს შორის, მარდუქს მეფე განასახიერებდა, ცარფანითუს – მთავარი ქურუმი ქალი. მათი შეუღლება დამდეგი წლის ნაყოფიერების გარანტია უნდა ყოფილიყო. დღესასწაული იწყებოდა გაზაფხულის პირველი თვის, ნისანის, პირველ რიცხვში და მთავრდებოდა მეთერთმეტე დღეს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები