აქროლადი ნივთიერებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქროლადი ნივთიერებები - (volatile substances), ნივთიერებები, რომლებიც ორთქლდება გარემოში არსებული ტემპერატურის დროს.

აქროლად ნაერთებს, რომლებსაც შეისუნთქავენ ფსიქოაქტიური ეფექტის მისაღწევად (ზოგჯერ მას მოიხსენიებენ ინჰალანტურ საშუალებებად), მიეკუთვნება საყოფაცხოვრებო და ტექნიკური გამხსნელები (ისეთები, როგორიცაა: წებო, აეროზოლი, საღებავები, ტექნიკური გამხსნელები, ლაქის გამხსნელები, ბენზინი და გამწმენდი სითხეები) და ალიფატიური ნიტრიტები (ისეთები, როგორიცაა ამილნიტრიტი). ზოგიერთი მათგანი უშუალო ტოქსიკურ გავლენას ახდენს ღვიძლზე, თირკმელზე, გულზე, ხოლო სხვები თავის ტვინის პროგრესირებად დეგენერაციას ან პერიფერიულ ნევროპათიას იწვევენ უფრო ხშირად ამ ნივთიერებებს ქუჩის ბავშვები იყენებენ.

აღნიშნული ნივთიერებების მისაღებად ხშირად ასველებენ ჩვარს ინჰალანტში და მიაქვთ პირთან ან ცხვირთან, ან ინჰალანტს ათავსებენ ქაღალდის ან ცელოფანის პაკეტში და იფარებენ სახეზე, რაც, ერთი მხრივ, იწვევს ანორექსიას და, მეორე მხრივ, ინტოქსიკაციას.

ინტოქსიკაციის ნიშნებია:აგრესიულობა, ჩხუბის განწყობა, ლეთარგია, ფსიქომოტორული დარღვევები, ეიფორია, მსჯელობის პროცესის დარღვევა, თავბრუსხვევა, ნისტაგმი, მხედველობის პათოლოგია, დი პლოპია ან საგნების ბუნდოვანი დანახვა, გაუგებარი მეტყველება, ტრემორი, არამყარი სიარული, ჰიპერრეფლექსია, კუნთების სისუსტე, სტუპორი ან კომა.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები