აქსიომათა სისტემის დამოუკიდებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქსიომათა სისტემის დამოუკიდებლობა – მოცემული აქსიომატური თეორიის აქსიომათა სისტემის თვისება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი აქსიომა არის დამოუკიდებელი, ე. ი. არ წარმოადგენს ამ თეორიის დანარჩენ აქსიომათა შედეგს.

მოცემულ აქსიომათა თეორიის ამა თუ იმ აქსიომის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ეს აქსიომა წინააღმდეგობის გარეშე შეიძლება შევცვალოთ მისი უარყოფით. სხვა სიტყვებით, აქსიომა დამოუკიდებელია მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ინტერპრეტაცია, რომლის დროსაც ეს აქსიომა მცდარია, ხოლო მოცემული თეორიის ყველა დანარჩენი აქსიომა ჭეშმარიტია.

აქსიომათა სისტემის დამოუკიდებლობა თავის თავად არ წარმოადგენს აქსიომათა თეორიის აუცილებელ თვისებას. ის მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ თეორიის ამოსავალ დებულებათა ერთობლიობა არ არის მოჭარბებული და წარმოადგენს ტექნიკურად გარკვეულად მოსახერხებელს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები