ინტერპრეტაცია (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტერპრეტაცია (ლათ. interpretatio – გაგება, ახსნა-განმარტება) – მათემატიკაში იმ მნიშვნელობათა (აზრების) ერთობლიობა, რომლებიც ამა თუ იმ ხერხით მიენიჭება რომელიმე საბუნებისმეტყველო ან დედუქციური თეორიის ელემენტებს (გამონათქვამებს, ფორმულებს, სიმბოლოებს და ა. შ.); ანუ მოცემული აქსიომატური თეორიის ყველა საწყისი (ამოსავალი) ცნებისა და თანაფარდობისათვის რომელიმე მათემატიკური ობიექტებისა და მათ შორის დამოკიდებულებების შეთანადება.

ინტერპრეტაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეცნიერული თეორიებისა და მათ მიერ აღწერილი დარგების შეპირისპირების დროს, თეორიის აგების სხვადასხვა წესის აღწერისა და მათ შორის თანაფარდობათა ცვლილებების დახასიათებისას შემეცნების განვითარების დროს. მაგალითად, ერთი და იგივე დიფერენციალური განტოლებით აღწერადი მექანიკური და ელექტრული რხევადი სისტემების იზომორფიზმიდან გამომდინარეობს, რომ ამ განტოლებებს აქვს სულ ცოტა ორი განსხვავებული ინტერპრეტაცია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები