ფორმულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორმულა – სიმბოლური ჩანაწერი, შემდგარი ციფრებისაგან, ასოებისა და სპეციალური ნიშნებისაგან, რომლებიც დალაგებულნი არიან გარკვეული თანამიმდევრობით და გამოსახავს რომელიმე ინფორმაციას, წინადადებას.

ფორმულის საშუალებით შეიძლება ჩაიწეროს საკმაოდ რთული წინადადებები კომპაქტური და მოხერხებული ფორმით. ზოგიერთი ფორმულა გამოხატავს სავსებით განსაზღვრულ კონკრეტულ მსჯელობას და ამიტომ არის ან ჭეშმარიტი (მაგ. 2×2=4), ან მცდარი (მაგ. 2×2=5), ან დამოკიდებულია მასში შემავალი ცვლადების მნიშვნელობებზე (მაგ. ax2+by + c > 0).

დასაწყისში ლათინურ ტერმინს – formula – ჰქონდა გეომეტრიული შინაარსი; მას ფუძედ აქვს forma, რაც ნიშნავს „ნორმას“, „ნიმუშს“, „მასშტაბს“, „ფორმას“, „წესს, რომლის მიხედვითაც რაიმეს აკეთებენ“.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები