ფორმა (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორმა – რამდენიმე ცვლადის მრავალწევრი, რომლის ყველა წევრს აქვს ერთი და იგივე ხარისხი ცვლადთა მოცემული ერთობლიობის მიმართ. ფორმათა თეორიას იყენებენ ალგებრულ გეომეტრიასა და რიცხვთა თეორიაში, დიფერენციალურ გეომეტრიაში, მექანიკაში და სხვ.


დიფერენციალური ფორმა – ცვლადების dx1, dx2,…,dxn დიფერენციალების მრავალწევრი, რომელთა თითოეულ წევრს დიფერენციალის მიმართ ერთი და იგივე ხარისხი აქვს, ხოლო კოეფიციენტები არიან დამოუკიდებელი x1, x2,…,xn ცვლადების ფუნქციები. იყენებენ დიფერენციალურ გეომეტრიასა და რიმანისეულ გეომეტრიაში.


კვადრატული ფორმა – ცვლადთა მოცემული ერთობლიობის მიმართ მე -2 ხარისხის ერთგვაროვანი მრავალწევრი. კვადრატულ ფორმათა თეორია მჭიდროდაა დაკავშირებული მეორე რიგის წირთა და ზედაპირთა თეორიასთან.


წრფივი ფორმა – ცვლადთა მოცემული ერთობლიობის მიმართ პირველი ხარისხის ერთგვაროვანი მრავალწევრი. forma – „სახე“, „გარეგნობა“ .


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები