ერთგვაროვნება (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთგვაროვნება

1. ალგებრულ განტოლებათა სისტემის, ასევე დიფერენციალური განტოლებების და მათი სისტემების თვისება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მათი ამოხსნის გამრავლება ნებისმიერ მუდმივ რიცხვზე კვლავ ამოხსნას იძლევა.

2. ფუნქციის თვისება, რომ ყველა ცვლადის ერთ და იმავე a რიცხვზე გამრავლებით ფუნქციის მნიშვნელობა მრავლდება ak –ზე (k – ერთგვაროვნების ხარისხია) .

3. კოორდინატთა სისტემის თვისება, რომ განსახილველი ობიექტის მდებარეობა არ შეიცვლება მისი ყველა კოორდინატის ერთი და იმავე a რიცხვზე გამრავლებისას (a≠0).

ტერმინი homogeneus – „ერთგვაროვანი“ უკვე ვიეტასთან გვხვდება (სხოუტენის მიერ გამოცემულ ვიეტას შრომებში, 1646 წ.). ალგებრულ განტოლებებში ვიეტა კრებს მხოლოდ „ერთგვაროვან“ სიდიდეებს: სიგრძეებს, ფართობებს, მოცულობებს. ამიტომ (2x2+3) გამოსახულებას იგი ასე ჩაწერდა: (2x2+3·1·1). ალგებრული გამოსახულების განზომილების ცნება შემოიღო დეკარტმა (1637).

ერთგვაროვანი ფუნქციები განსახილველად შემოიღო ლაიბნიცმა, მაგრამ ტერმინი „ერთგვაროვანი ფუნქციები“ (functio homogenea) პირველად გამოჩნდა ი. ბერნულისთან (1726). ეილერმა მისგან გადმოიღო ეს ტერმინი განსაზღვრებასთან ერთად.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები