აქჲალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქჲალა - აფხ.1. ფარდული (დაფერდებული კედლით). მთაში საძოვარზე პრიმიტიულ ნახევარსფერულ, კონუსურ ან ხის კარკასულ ნაგებობას დგამდნენ, ცალმხრივად დახრილს, ორფერდას, თივით დახურულს. თავდაპირველად ნაგებობა მწყემსების შუაცეცხლს ქარისა და წვიმისაგან არ იცავდა, ამიტომ შემდგომი განვითარების შედეგად ფორმა მას თანდათან შეუცვალეს.2. კარავი.მწყემსების ქოხი ალპურ საძოვარზე. შქერის ტოტებით წნული ქოხი. სიდიდე დამოკიდებული იყო მთის საძოვრის სიმდიდრეზე, ცხოველთა რაოდენობაზე. თუ ბევრი იყო საქონელი, მწყემსების მეტი ჯგუფი ემსახურებოდა. ქოხი კონუსური ფორმისა იყო, თივით გადახურული, დაფერდებული სახურავით. ეს იყო დროებითი ნაგებობა. სხვა ადგილზე გადასვლის დროს შეეძლოთ ქოხის თან გადატანა. ქოხები შენდებოდა მწყემსებისთვის და საქონლისთვისაც. წნული კედლები მოგვიანებით ფიცრულმა შეცვალა. სახურავი ორფერდა იყო, თივით დახურული. იკეტებოდა წნული ან ფიცრული კარით.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები