აღმოსავლეთ კავკასიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთ კავკასიონი

აღმოსავლეთ კავკასიონიკავკასიონის მთიანეთის აღმოსავლეთი ნაწილი. მოიცავს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის როგორც ჩრდილო მხარეს – მდ. თერგის, არხოტისწყლის, არღუნის ზემო დინების აუზებს, ისე იმავე ქედის სამხრეთ მხარეს – მთიულეთის არაგვის (თეთრი არაგვი), გუდამაყრის არაგვის (შავი არაგვი), ხევსურეთის არაგვისა და ფშავის არაგვის აუზებს. მისთვის დამახასიათებელია მაღალკლდოვან-თხემებიანი რელიეფი თანამედროვე გამყინვარებით, ჭიუხებით, შიშველი კლდეებით, ქვაყრილებით, ძველი მყინვარული ფორმებით და ახალგაზრდა ვულკანური წარმონაქმნებით. ეროზიულ-დენუდაციური მთა-ხეობათა რელიეფი წარმოდგენილია საშუალო და მაღალმთიანი ქედებით, მდინარეებით დანაწევრეუბლი განივი და გასწვრივი ხევ-ხეობებით, უმდიდრესი და მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტებით – ტყის მასივებით, სუბალპური და ალპური მდელოებით, ცხოველთა ენდემური სახეობებით და თვალწარმტაცი ბუნებით.

აღმოსავლეთ კავკასიონის კლდეებისა და ჭიუხების ბინადარია „ალპინისტი“ ცხოველები – აღმოსავლეთ კავკასიური ანუ დაღესტნის ჯიხვი, რომელიც გავრცელებულია ლაგოდეხის მთებიდან შხარას მთამდე, ზღვის დონიდან 4500 მ სიმაღლემდე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები