აშლილობა გამოწვეული თამბაქოს მოხმარებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშლილობა გამოწვეული თამბაქოს მოხმარებით - (tobacco use disorder) თამბაქოს მოხმარებისას აღინიშნება ტოლერანტობის მომატება და დამოკიდებულების ფორმირება, რომელიც ბოლო მოწევიდან რამდენიმე საათში აღკვეთის სინდრომის სახით ვლინდება.

აღკვეთის სინდრომის ნიშნებია: სიგარეტის მოწევის ან თამბაქოს სხვა ფორმით მოხმარების აკვიატებული სურვილი, გამღიზიანებლობა, შფოთვა, ბრაზი, კონცენტრაციის დარღვევა, მადის მომატება, გულისცემის სიხშირის შემცირება, ხანდახან, აგრეთვე, თავის ტკივილები და ძილის დარღვევა.

თამბაქოსადმი პათოლოგიური ლტოლვის პიკი პირველ დღე-ღამეზე მოდის, მერე მისი ინტენსიურობა რამდენიმე კვირის განმავლობაში თანდათანობით იკლებს, მაგრამ, მოწევის ქცევით სტერეოტიპებთან დაკავშირებული სტიმულების ზემოქმედებით, შესაძლოა აღდგეს.

თამბაქოს ძირითადი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა ნიკოტინი, რომელიც, კოკაინთან და სხვა ამფეტამინებთან შედარებით, უფრო სუსტ სტიმულატორსა და ანორექსიულ საშუალებას წარმოადგენს ნიკოტინი მოწევისას თამბაქოს კვამლის შესუნთქვით, საყნოსი თამბაქოს ან ნიკოტინის შემცავი საღეჭი რეზინის სახით მოიხმარება. ნიკოტინისადმი ტოლერანტობა ნელ-ნელა მატულობს. ნიკოტინის სწრაფი მეტაბოლიზმის გამო მისი კონცენტრაცია ტვინში სწრაფად კლებულობს და ამიტომ ნიკოტინის შემცველი პროდუქტის ხელმეორედ მიღების სურვილი ბოლო მიღებიდან 30-45 წუთში ჩნდება.




იხილე აგრეთვე

აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები