აშლილობა გამოწვეული ჰალუცინოგენების მოხმარებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშლილობა გამოწვეული ჰალუცინოგენების მოხმარებით - (hallucinogen use disorder) ჰალუცინოგენების მიღების შედეგად გაჩენილი ნებისმიერი ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა.

ჰალუცინოგენების უმრავლესობას შინაგანად მოიხმარენ, თუმცა N,N – დიმეთილტრიპტამინს (DMT) – ცხვირით შეისუნთქავენ ან ეწევიან. მოხმარება, ჩვეულებრივ, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს; ქრონიკული ან ხშირი მოხმარება ძალზე იშვიათად აღინიშნება.

ჰალუცინოგენით გამოწვეული ჰალუცინოზის გარდა, ხშირად აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები:

1. „bad trip“ „ცუდი მოგზაურობა“;
2. ჰალუცინოგენების მიღების შემდეგ გაჩენილი აღქმის აშლილობები ანუ „ფლეშბეკი“;
3. ბოდვითი აშლილობა, რომელიც, ჩვეულებრივ, ვითარდება „bad trip“-ის შემდეგ, აღქმის ინტენსიურობა მცირდება, მაგრამ ინდივიდს უჩნდება რწმენა, რომ დამახინჯებული აღქმა რეალობას ესადაგება; აშლილობამ შეძლება 2-3 დღეს გასტანოს, თუმცა შესაძლოა, უფრო მდგრადი ფორმაც მიიღოს.
4. აფექტური აშლილობა, ანუ ხასიათის აშლილობა, რომელიც მოიცავს შფოთვას, დეპრესიას ან მანიას, რაც ჰალუცინოგენების მიღების შემდგომ ცოტა ხანში ჩნდება და 24 საათამდე გრძელდება: ჩვეულებრივ, ინდივიდს უტოვებს შეგრძნებას, რომ ის „ნორმალური“ ვეღარასოდეს გახდება, უჩენს რწმენას, რომ ფსიქოაქტიური საშუალებების მიღების შედეგად დაუზიანდა ტვინი.



იხილე აგრეთვე

აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები