აძიკვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აძიკვი - XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მანგლისის სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია). ისტორიულ ალგეთის ხეობაში. თლილი ქვის მოზრდილი ფილებით შემოსილი ერთნავიანი ეკლესია ორი მინაშენით.

როგორც ისტორიული, ისე ძველი ქართული სახვითი ხელოვნების თვალსაზრისით, საყურადღებოა ბარელიეფი, რომელიც დატანებულია აძიკვის ეკლესიაზე მიშენებული ეკვდერის კედელში (1.85 მX 0.85 მ ბაზალტი, პირი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). მასზე გამოსახულია ოთხი მამაკაცი (მკვლევართა ვარაუდით – დიდებულები). ბარელიეფს ოთხივე მხრივ შემოუყვება ასომთავრული წარწერა (პალეოგრაფიულად და შინაარსობრივად თარიღდება XII ს.): „ქრისტე, ადიდე შოთა და გამრეკელ და ბეშკენ და ვარაზბაკურ, ამენ. ქრისტე, შეიწყალე იჩქატ მონა...“ გამოთქმულია მოსაზრება, რომ წარწერაში მოხსენიებული პირები თორელთა საგვარეულოს წარმომადგენლები არიან (ნ. შოშიაშვილი), ხოლო შოთა – შოთა რუსთაველი (პ. ინგოროყვა). ეკლესიაზევე ამოკვეთილია იურიდიული ხასიათის წარწერა (პირველი წარწერის თანადროული) – ვარაზ ბაკურის მიერ აძიკვის ეკლესიისათვის მიწის შეწირვის აქტი.

ნ. შოშიაშვილი

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ.: 1, თბ., 1964;
  • ინგოროყვა პ., თხზულებათა სრული კრებული 7 ტომად, ტ. 1: რუსთაველიანა, თბ., 1963;
  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთველი, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 1966.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები