ახალი კინდღი
ახალი კინდღი – (ინგლ. Akhali Kindgi, რუს. Ахали Киндги), ღვისპირა კლიმატო- ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, შავი ზღვის ნაპირზე, ოჩამჩირიდან 15 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოხუმი- დან 32 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 10-40 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი ვაკე.
ჰავა – ზღვისპირა, სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 76%-ია, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1309 მმ, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2100 საათია.
ახალი კინდღისა და მისი მიდამოების ტერიტორია შემოსილია: სუბტროპიკული ნარგავებით, ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციებით.
ახალი კინდღის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ჰიპერთერმული, სუსტი მინერალიზაციის (1,6-2,2 გ/დმ) აზოტიანი, სუსტად სულფიდური, ქლორიდული, კაჟმჟავა, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი.
ხალი კინდღის სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.), მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები.
ჩვენებები ახალ კინდღში წასასვლელად: დასვენება; ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ- სასქესო ორგანოების, ნივთიერებათა ცვლის, კანისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები.
ტურისტული ობიექტები:
ახალი კინდღის მიდამოებში (მართლმადიდებლური რელიგიური დაწესებულებები (მოქვის ტაძარი (აშენდა X საუკუნეში, გადაკეთებულია XIX საუკუნეში); ბედიის მონასტერი (X-XI საუკუნეების ტაძარი, განახლებულია XIII-XVI საუკუნეებში); ილორის დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI საუკუნე), აძუბჟის ეკლესია (XIII საუკუნე) და სხვ.), აბააჟვახუს ციხე-კოშკი (XIV-XV საუკუნეები), აბრსკილის მღვიმე და სხვ.).