ახალი ფიზიკური პრინციპების იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი ფიზიკური პრინციპების იარაღი – არატრადიციული იარაღი. იარაღის ახალი სახეობები, რომელთა დამაზიანებელი მოქმედება ეფუძნება მასში აქამდე გამოუყენებელ პროცესებსა და მოვლენებს.

XX საუკუნის დამლევს კვლევისა და შემუშავების სხვადასხვა სტადიაში იყო გენეტიკური იარაღი, გეოფიზიკური იარაღი, ინფრაბგერითი იარაღი, კლიმატური იარაღი, ლაზერული იარაღი, ოზონური იარაღი, რადიოლოგიური იარაღი, ზემაღალი სიხშირის იარაღი, მაჩქარებელი იარაღი, ელექტრომაგნიტური იარაღი და სხვა.

იარაღის ამ სახეობათაგან ბევრზე ვრცელდება კონვენცია გარემოზე ზემოქმედების საშუალებათა სამხედრო ან ნებისმიერი სხვაგვარი მტრული გამოყენების აკრძალვის შესახებ (1977) და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები