ოზონური იარაღი
ოზონური იარაღი - გეოფიზიკური იარაღის შესაძლო სახეობა. დანიშნულებაა დედამიწის ატმოსფეროში ულტრაიისფერი რადიაციის გარკვეული სიგრძის ტალღების გავლის შედეგად ზოგიერთ გეოგრაფიულ რაიონში ხელშემწყობი პირობების შექმნის ხარჯზე ბიოლოგიური პროცესების და ორგანული სიცოცხლის არსებითი შეცვლა. ასეთი პირობები შეიძლება ჩამოყალიბდეს ატმოსფეროს ოზონის შრის წარმოშობის (რღვევის) ბუნებრივი პროცესების განზრახ შენელების (დაჩქარების) გზით.
ოზონური იარაღი შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ რეაგენტებს (წყალბადის, აზოტის ოქსიდის ნაერთებს და სხვა), მათი მიტანის (რაკეტები, თვითმფრინავები, აეროსტატები, კოსმოსური აპარატები და სხვა) და გაფრქვევის (უშუალოდ აფეთქებით ან სპეციალური გენერატორებით) საშუალებებს. ტექნიკური სირთულეები ოზონური იარაღის შექმნაში არ არის. მაგრამ არსებობს სირთულეები მისი გამოყენების შედეგების გარკვევაში. უცნობია, თუ რა შედეგს მოუტანს იგი მოპირისპირე მხარეებს ან მთლიანად პლანეტას.