ახვლედიანი-ხუნდაძე დარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახვლედიანი-ხუნდაძე დარია

ახვლედიანი-ხუნდაძე დარია – (1873 – 1941), (დარია ქაჯაია), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ჭაგანში (სამტრედია). დაამთავრა ქუთაისის საქალაქო გიმნაზია. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში; ეხმარებოდა ინტელიგენციას მატერიალურად; 1916 წლიდან თბილისში გოლოვინის პროსპექტზე ჰქონდა გახსნილი „ახალი აფთიაქი”; პირველი მსოფლიო ომის დროს ეხმარებოდა უფასო მედიკამენტებით დაჭრილებსა და ქვრივ-ობლებს; მონაწილეობა აქვს მიღებული საბავშვო ჟურნალ „ნაკადული”-ს დაარსებაში; პირველ ლექსებს ბეჭდავდა დარია ხუნდაძის ფსევდონიმით. 1903 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ „კვალში“; ამის შემდეგ ლექსებს ბეჭდავდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში; გამოსცა ლექსების კრებული „სევდის ჰანგები” (1912); გარდა ლექსებისა წერდა ესკიზებს, საბავშვო მოთხრობებსა და ლექსებს, პოემებს, წერილებს.


აკაკი წერეთელს
სამშობლოს მთელმა მიდამომ,
მთა-გორამ, ბორცვმა ტყიანმა,
ტურფა წალკოტში ნაზარდმა
ზამბახმა, ვარდმა, იამა,
ლაჟვარდ ციდანა ციმციმით
ვარსკვლავმა, მზემ და მთვარემა,
ძირს დედამიწამ, გარშემო
ჭალებმა, ხევ-მდინარემა,
მათ საამაყო ძვირფას შვილს
თავ-დახრით გიძღვნა სალამი,
ერთ-ხმათ ადიდეს ოთხ კუთხივ
შენი უკვდავი კალამი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები