ახტოი III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახტოი III – (X დინასტია, დაახლ. ჩვ.წ.-მდე.2075 წ.), ახტოი III-ეს საკმაოდ ხანგრძლივი, და, სავარაუდოდ, მძიმე მეფობა ჰქონდა. მისი სამხრეთელი მოკავშირის, ასიუტის ნომარქის დახმარებით ის, როგორც ჩანს, შეეცადა დაემორჩილებინა სამხრეთი, სადაც უკვე გამოიკვეთა თებეს ნომარქების (XI დინასტია) უპირატესობა, მაგრამ მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, ვერ შეძლო თებელების სრული დამარცხება და როგორც ჩანს, ეგვიპტის ორ მმართველ დინასტიას შორის დროებითი დაზავება მოხდა დაახლ. 2060 წ. ამის შემდეგ ახტოიმ ყურადღება დელტას მიაპყრო, სადაც ორი სამხედრო კამპანია ჩაატარა. თავიდან მან დალაშქრა დასავლეთ დელტის დაუმორ ჩილებელი ნომარქები და ლიბიელები, რომლებიც ჩასახლდნენ ამ რეგიონში არეულობის წლებში და არ ემორჩილებოდნენ ეგვიპტის ფარაონის მმართველობას, შემდეგ კი შეუტია სინაის და ქანაანის მომთაბარე ტომებს, რომლებსაც ფაქტიურად დაპყრობილი ჰქონდათ აღმოსავლეთი დელტა. უცხოელების განდევნის შემდეგ მას მიეწერება ახალი ეგვიპტური კოლონიების დაარსება მთელ დელტაში. დელტის უცხოელი მიგრანტებისაგან გაწმენდით და ქვეყნის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილების საბოლოო გაერთიანებით ახტოი III-მ სერიოზული საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტის სრულ გაერთიანებას, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვება უკვე თებეს ნომარქებს ერგოთ. ახტოი III-ს მიეწერება ეგვიპტური დიდაქტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად მიჩნეული ნაწარმოები „დარიგება უფლისწულ მერიკარასადმი“, რომელიც გასაოცარი პესიმიზმით არის განმსჭვალული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები