ახყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახყა - აფხ. ტყვია და სისხლი. სისხლ-მესისხლეობის დროს შურისმაძიებელი შავი ყაბალახით იფარავდა თავს და სახეს გლოვის ნიშნად და სახლიდან შურისძიების აღსრულებამდე მიდიოდა. თუ შემთხვევით თავის მტერს ხალხმრავალ ადგილზე შეხვდებოდა, მას ადგილს უთმობდა და იქიდან მიდიოდა. მაგრამ როდესაც ცალკე მოიხელთებდა თავის მესისხლეს, ამ შემთხვევაში პირველი გასროლის უფლება დაზარალებულს ეკუთვნოდა. დაზარალებული ჩუმად დასდევდა მესისხლეს, მაგრამ კუთხიდან ჩუმად ნასროლი ტყვია ვაჟკაცობაში არ ჩაეთვლებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები