აჯამეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჯამეთი – (ინგლ. Ajameti, რუს. Аджамети), ბალნელოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ზესტაფონიდან 26 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილას (მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 103 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.

ჰავა – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის რბილი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,3°C. ზაფხული შედარებით მშრალია და თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,1°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 73%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა − 1040 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე, ხოლი მინიმუმი − ზაფხულზე.

აჯამეთისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებით (ვაშლი, მსხალი, ხურმა და სხვ.). აჯამეთის მიდამოებში მდებარეობს ძელქვისა და მუხის ტყის ნაკრძალი.

აჯამეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მაღალი მინერალიზაციის (M-15,9 გ/დმ3) ჰიპერთერმული (t – 47°C-50°C), მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება აჯამეთის მიდამოებში, მდინარე ყვირილას ხეობაში (ჭაბურღილი №1). აჯამეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები ამ წყლით.

სავარაუდო ჩვენებები აჯამეთში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიები; კანისა და შარდ- სასქესო ორგანოების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

აჯამეთის მიდამოებში (ციხესიმაგრე სოფ. შორაპანში (შუა საუკუნეები); ციხე სოფ. შროშაში (შუა საუკუნეები); ზედა საქარის (XI საუკუნე), ტაბაკინის (VI-VII საუკუნეები), ზედა წევის (აშენდა XI საუკუნეში, გადაკეთდა XIX საუკუნეში), სანახშირის (შუა საუკუნეები) ეკლესიები; აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი და სხვ.

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები