აჲმთახარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲმთახარა

მიცვალებულის სულის საოხად გამართული ჯირითი ცხენებით, დოღი. მამაკაცი მიცვალებულის ცხენის გამოყენება სამუშაოდ ან საჯდომად წლისთავამდე არ შეიძლებოდა. იგი დილიდან საღამომდესაბალახოდ, თავისუფლად იყო მიშვებული, მაგრამ მიცვალებულის საფლავზე წლის განმავლობაში ხშირად მიჰყავდათ. წლისთავზე მიცვალებულის ახლობლებს სამი შეკაზმული ცხენი ჰყავდათ - ერთი საბავშვო უნაგირით, მეორე - ახალგაზრდული ვერცხლით მოჭედილი უნაგირით, ხოლო მესამე - მეომრულით. ცხენების გამოყვანის დროს, გვერდზე მდგარი ზარისმთქმელი ხმამაღლა მიცვალებულის ბავშვობის ღირსებებზე მღეროდა; მეორე მთქმელი ახალგაზრდულ თავგადასავლებზე, თავმომწონე ყმაწვილზე, ხოლო მესამე ზარისმთქმელი - სამხედრო დამსახურებაზე, მის ღირსებებზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს იმპროვიზირებული სამგლოვიარო ჰიმნი იყო. ამის შემდეგ მიზანში სროლა ეწყობოდა, ხოლო შეჯიბრების შემდეგ, სამგლოვიარო ქელეხი ცხენების ჯირითით მთავრდებოდა. მიცვალებულის ცხენი ჯირითში შავი გადასაფარებლით შემოსილი იღებდა მონაწილეობას

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

სალომე ბახია-ოქრუაშვილი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2020 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები