ბაბურაული ხირჩლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხირჩლა ბაბურაული – ხევსურთა ტომობრივი გმირი. ლექსები გვიხატავენ შეუდრეკელ და მამაც მეომრად. თავი გამოიჩინა ზურაბ ერისთავის წინააღმდეგ ლაშქრობაში. ებრძოდა აგრეთვე ერისთავების მოხელეებს ხევსა და მთიულეთში. ერთ-ერთი შეტაკების დროს შიოლა ღუდუშაური დაჭრა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხირჩლა ბაბურაულის ბრძოლა მოთარეშე ქისტების ასალაგმავად. მოკლა ქისტმა სუიკა ამაისშვილმა. ხირჩლა ბაბურაულის ხსოვნას ხევსურები სათუთად ინახავდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. თ. რაზიკაშვილის ცნობით, „ხირჩლას საკარგყმოს დღესაც სდგამენ გუდანის ჯვარში ხევისბერები და, როცა ჯარი დაჯდება, ლუდით სავსე კათხით პირველად ხირჩლას შესანდობარს ჩამოატარებენ“.

ნ. შამანაძე



ლიტერატურა

  • აკ. შანიძე, ქართ. ხალხ. პოეზია, 1, 1931, გვ. 12,
  • ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, 1949, გვ. 180.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები