ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ფუნქციონირების აშლილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ფუნქციონირების აშლილობა - (social functioning disorders of childhood and adolescence), ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელიც გარკვეულ ეტაპზე სოციალური ფუნქციონირების გადახრით არის გაერთიანებული, მაგრამ განვითარების სხვა, ზოგადი აშლილობებისაგან განსხვავებით, ისინი კონსტიტუციური მიზეზების შედეგს არ წარმოადგენენ. მაგალითებია ელექტიური მუტიზმი და მიჯაჭვულობის აშლილობა.