ბაკურ III
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაკურ III – (დაახლ. 300-იანი წლების ბოლო – 410-იანი წლები), „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ქართლის 31-ე მეფე, ძე თრდატისა. ლეონტი მროველთან ეს მეფე არ არის მოხსენიებული. ბაკურ III-ზე ცნობები შემონახული აქვთ სომეხ ისტორიკოსებს: კორიუნსა და მოვსეს ხორენაცის. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს ის „დიდი ბაკურია“, რომელსაც იხსენიებს რუფინუსი, როგორც ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს (ბაკურ იბერიელი). „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, ბაკურ III-ის დროს აშენდა ბოლნისის სიონი.
წყაროები
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ე. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.
|