ბაკქი ქალები (ევრიპიდეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ბაკქი ქალები“ – ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია.

ტრაგედიაში მოთხრობილია, თუ როგორ დაისაჯა თებეს მეფის, კადმოსის შვილიშვილი პენთევსი დიონისეს კულტის უარყოფისთვის. დიონისემ თავდაპირველად ათენელ ქალებს დააკარგვინა გონი, შემდგომ კი ბაკქანტური ექსტაზით შეპყრობილებს, - მათ შორის პენთევსის დედასა და დეიდას ნაწილებად დააგლეჯინა ურჩი სკეპტიკოსის სხეული.

დიონისეს კულტის უარყოფა თავისი სიმბოლური საზრისით, შესაძლოა, აღვიქვათ, როგორც გრძნობასა და გონებას, რაციონალურსა და ირაციონალურს, წესრიგსა და თამაშს, რეალობასა და ფანტაზიას შორის დარღვეული წონასწორობის სავალალო შედეგი. ზედმეტად რაციონალური თებელები, უპირველესად კი პენთევსი, დაჟინებით უარყოფენ ადამიანის ბუნების გრძნობით მხარეს - ინსტინქტებისა და ვნებების ირაციონალურ სტიქიას და სწორედ ამ უარყოფისთვის ისჯებიან. ტყეში გავარდნილი ათენელი ქალების მდგომარეობა, ისევე როგორც მათ სათვალთვალოდ მისული პენთევსის სავალალო დასასრული, ნებისმიერი ცალმხრივობის უგუნურებას წარმოაჩენს. საკუთარი ბუნების გრძნობითი მხარის ხანგრძლივი დროის მანძილზე უარმყოფელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ სახით მოელის სასჯელი, - იქნება ეს დათრგუნვილი ლტოლვების უეცარი ამოფრქვევა, ცალმხრივად განვითარებული ინტელექტის დეგრადაცია თუ სხვა სახის ფსიქიკური ინფლაციის გამომხატველი პროცესი. ევრიპიდეს პიესა გარკვეულ გაფრთხილებას წარმოადგენს - საღი აზრისა და რაციონალური გონის, წესრიგისა და ნებისყოფის გამაკერპებელი, ადრე თუ გვიან, იმასაც კარგავს, რაც გააჩნია.


მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები