პენთევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პენთევსი(ბერძნ.) თებეს მეფე, ერთ-ერთი სპარტოსის, ექიონის და აგავეს ძე.

როდესაც ახალი ღვთაება დიონისე ეწვია თებეს, პენთევსმა იგი მტრულად მიიღო. მან აუკრძალა თებელ ქალებს მისი თაყვანისცემა. არ აპატია დიონისემ თებეს მეფეს შეურაცხყოფა და სასტიკად დასაჯა: მან თებელ ქალებს გონება დაუბნელა და აიძულა ისინი ბაკქურ თავდავიწყებას მისცემოდნენ კითერონის მთის ფერდობებზე. დაინტერესდა პენთევსი, ქალის სამოსით შეიმოსა და კითერონის მთისკენ ისწრაფა. როგორც კი ველური ექსტაზით შეპყრობილმა ქალებმა მას თვალი მოჰკრეს, მხეცად აღიქვეს და ასო-ასო აკუწეს. მათ შორის იყვნენ დედა აგავეც და მისი დებიც. ამ თემას ეძღვნება ევრიპიდეს ტრაგედია „ბაკქი ქალები“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები