ბალინიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალინიტი – მერქანფენოვანი ფურცლოვანი პლასტიკის სახეობა, რომელიც მიიღება ქიმიურად გაკეთილშობილებული (მწვავე ნატრში გამოტუტული) და ფენოლფორმალდეჰიდურ ფისში გაჟღენთილი არყის ხის შპონისგან. ფურცლოვანი ბალინიტის სისქეა 1-6 მმ, ფილისებრის – 10-60 მმ. გამოიყენება მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის, აგრეთვე საამორტიზაციო ქვესადებების, მოქნილი შტამპების, ჩარჩოების დასამზადებლად და სხვ.