ბარაბულების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარაბულების გვარი – Mulus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ბარაბულისებრნი
თევზების გვარი ბარაბულების ოჯახისა. ზურგის ორი ფარფლი აქვს. თავი მაღალია, გვერდებიდან შებრტყელებული. ნიკაპზე ორი გრძელი ულვაში აქვს, ანალურ ფარფლში 1-2 ქიცვიანი სხივია. ამ გვარიდან შავ და აზოვის ზღვაში გავრცელებულია ერთი სახე, რომელიც საქართველოს შავი ზღვის წყლებში გვხვდება.