ბარშამინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარშამინ-ი (სომხ. Բարշամին) – სემიტური წარმომავლობის ღმერთი (ბაალ-შამინი), რომლის „სპილოს ძვლისაგან და ბივრილისაგან გაკეთებული, მოვერცხლილი ქანდაკება" მეფე ტიგრან მეორე დიდმა დაბა თორდანში აღამართვინა. თავისი დროის ტრადიციის შესაბამისად, ტიგრან დიდი, სირიაში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ, მას დაეუფლა.

ბაალ-შამინი თავდაპირველად უზენაესი ზეციური ღმერთი იყო, რომელიც ადამიანებს სიკეთითა და ბოროტებით, სიცოცხლითა და სიკვდილით, წვიმითა და მზიური სინათლით აჯილდოებდა, მაგრამ როცა სომხეთში მოხვდა, იგი უკვე სირიულ მზის ღმერთთან იყო შერწყმული. ახალ ვითარებაში ბაალ-შამინი მზისა და ცეცხლის ადგილობრივი ღვთაების — ვაჰაგნის – არაპოპულარული მეტოქე გახდა.

ლიტერატურა

  • მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1984;
  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები