ბაშმეტი იური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაშმეტი იური აბრამის ძე - (24. I. 1953, როსტოვი-დონზე), ალტისტი, პედაგოგი, რსფსრ სახალხო არტისტი (1989). 1978-იდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი და კონსერვატორიის პედაგოგი. საერთაშორისო კონკურსების პრემიების ლაურეატი. ბაშმეტი თანამედროვეობის თვალსაჩინო მუსიკოსია. მდიდარი რეპერტუარით გამოდის როგორც სოლისტი და ანსამბლისტი. თანამშრომლობდა ჯ. კახიძესთან და გ. ყანჩელთან.