ბახვის შესახვევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბახვის შესახვევი − ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); ელენე ახვლედიანის ქუჩიდან სპარტაკის გასასვლელამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ნაზაროვის შესახვევი. 20-იან წლებში ბახვის შესახვევი დაერქვა.