ელენე ახვლედიანის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელენე ახვლედიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); ელენე ახვლედიანის აღმართიდან სამრეკლოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. წარმოადგენდა სურბ-კარაპეტის აღმართის განშტოებას და სურბ-კარაპეტის ქუჩა ერქვა (სახელწოდება უკავშირდებოდა ავლაბარში მდგარ სურბ-კარაპეტის ეკლესიას). ძველი სახელით ქუჩა ქალაქის გეგმაზე აღნიშნულია 1876 წლიდან. 1923 ეწოდა ნიკოლოზ კიბალჩიჩის, 1988 წელს — ელენე ახვლედიანის სახელი. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 აღმართი, 1 შესახვევი, 1 ჩიხი.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები