ბახთ ბაწოლი
ბახთ ბაწოლ-ი / გრბაც-ი (სომხ. Բախտ բացող – „ბედის მკითხავი“; Գրբաց – „ბედისწერის გამშიფრავი“) – სომეხი პროფესიონალი მკითხავები, მაგები, ჯადოქრები.
სომხურ ტრადიციაში სამკურნალო და მისტიკური პრაქტიკები – მკითხაობა, მაგია და ჯადოქრობა, ვიზიონერობა და წინასწარმეტყველება ხშირად ერთიანდება ერთ ადამიანში, რომელიც მისტიკური გზით მიღებული განსაკუთრებული „ცოდნით“, „შესაძლებლობით“ არის აღჭურვილი. ეს „ნიჭი“ (შნორჰი) ადამიანს ღვთაებრივი არსებებისგან, ქრისტიანული წმინდანებისა და ზებუნებრივი სულებისგან გადაეცემა. მისი მიღების პირობას ხშირად „სპეციალისტის“ ცხოვრებაში მომხდარი დიდმნიშვნელოვანი ფაქტი (გათხოვება, პირველი შვილის დაბადება, ახლო ნათესავის სიკვდილი და სხვ.), აგრეთვე „შამანთა დაავადების“ მსგავსი მოვლენა (თავის ტკივილები, ცნობიერების დაკარგვა, ეპილეფსია, სიბრმავე და სხვ.) წარმოადგენს, რაც ინტერპრეტირებულია, როგორც „ნიჭის“ გადაცემის პროცესში წმინდანთათვის წინააღმდეგობის გაწევა. იმყოფებიან რა ზებუნებრივ არსებებთან მისტიკურ კონტაქტში, მკურნალები და მკითხავები მთელი თავიანთი რეგიონის საკრალური ადგილების, რიტუალური კალენდრის, ამა თუ იმ წმინდანის თაყვანისცემასთან დაკავშირებული წესების მცოდნეებს და შემნახველებს წარმოადგენენ.
ლიტერატურა
Антонян Ю. Ю., Исраелян А. Р. Целительство, гадания и обереги // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012